Language

PROGRESS SERVICE

     კომპანია PROGRESS SERVICE დაკავებულია უძრავი ქონების ექსპლუატაციისათვის აუცილებელი მომსახურების ფართო სპექტრით: დაწყებული შენობა-ნაგებობების დალაგება-დასუფთავებით, დამთავრებული მათი საინჟინრო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციით.

    
      კომპანია PROGRESS SERVICE გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

   ოფისებისა და სათავსოების დალაგება-დასუფთავება (ყოველდღიური, გენერალური, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შემდეგ);

   ფანჯრების წმენდა, ფასადების და ვიტრინების რეცხვა (მათ შორის სამრეწველო ალპინიზმის გამოყენებით);

   ხალიჩებისა და რბილი ავეჯის, ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდა;

   გრანიტის ზედაპირის დახვეწა-გაპრიალება, მარმარილოს კრისტალიზაცია;

   მიმდებარე ტერიტორიების კომპლექსური დალაგება-დასუფთავება;

   შენობა-ნაგებობების საინჟირო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია და სხვა სპეციალური სამუშაოები.

     კლინინგი, (ინგლისური სიტყვიდან cleaning - დასუფთავება) როგორც დამოუკიდებელი დარგი, შედარებით ახლო წარსულში, დაახლოებით 70 წლის წინ ჩამოყალიბდა ინგლისში. დღესდღეობით ამ ტერმინმა სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა. კლინინგი ემსახურება უძრავი ქონების პროფესიულ მოვლას. სულ ცოტა ხნის წინ დალაგება-დასუფთავება ხდებოდა პრიმიტიული საშუალებებით, ახლა კი, თანამედროვე შენობების გაჩენასთან ერთად, რომელთა მშენებლობის პროცესში გამოიყენება ძვირადღირებული მასალები, შეიცვალა მოთხოვნები მათი მოვლისადმი. აუცილებელი გახდა სპეციალისტის ჩარევა, რომელიც აღჭურვილია პროფესიული დანადგარებით და საშუალებებით ხარისხიანი მომსახურებისათვის.
     კლინინგ კომპანიები წარმოადგენენ სპეციალური ინვენტარით აღჭურვილ კომპანიებს. მათ შტატში ჰყავთ გამოცდილი სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ შენობის პროფესიული დალაგება - დასუფთავება.

PROGRESS SERVICE - სერვისი თქვენი პროგრესისათვის

     ჩვენ გვაქვს პროფესიონალური კლინინგ მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებში: უკრაინაში, რუსეთსა და მოლდოვაში.
     საქართველოში ეს დარგი შედარებით ახალი ჩამოყალიბებულია, თუმცა სულ უფრო მეტ კომპანიას და უძრავი ქონების მეპატრონეს ესმის, რომ შენობის მოვლა-დასუფთავება უნდა მიანდოს პროფესიონალს. კომპანიის მომსახურებით სარგებლობენ სახელმწიფო და კომერციული დაწესებულებები, კერძო პირები. ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე, აგრეთვე ვასრულებთ ცალკეულ შეკვეთებს.
     ჩვენი კლინინგ ბრიგადების ყველა თანამშრომელი გადის შემოწმებას პროფესიონალიზმზე და მუშაობს გამოცდილი ბრიგადირების მეთვალყურეობის ქვეშ.
     იმისათვის, რომ გააკეთოთ შეკვეთა კლინინგზე ან დალაგებაზე, საკმარისია დარეკოთ ჩვენს კომპანიაში და ობიექტზე გამოიძახოთ მენეჯერი, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას ოფისის პროფესიონალური კლინინგის და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების შესახებ, განსაზღრავს სამუშაოების მოცულობას და შეგიდგენთ ხარჯთაღრიცხვას. ეს მომსახურება უფასოა.
     კლინინგ კომპანიის მომსახურებით სარგებლობის შედეგად თქვენ დაზოგავთ სახსრებს საკუთარი დამლაგებელი პერსონალის დაქირავებაზე და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, ასევე ინვენტარისა და სპეციალური საშუალებების შესყიდვაზე.
     თანამედროვე პირობებში დიდი ყურადღება ექცევა საოფისე ფართის იერსახეს, რამდენადაც ოფისის იერსახე წარმოადგენს კომპანიის კორპორაციული კულტურის დონეს. შეიძლება ითქვას, რომ სისუფთავე ოფისში აუცილებელია საქმისათვის ისევე, როგორც საქმიანი ადამიანისათვის - სუფთა კოსტუმი. თუ ოფისი მყუდრო და სუფთაა - იგი ქმნის კომფორტულ სამუშაო გარემოს თანამშრომლებისთვის და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს საქმიან პარტნიორებზე და კლიენტებზე.
     განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს შემდეგი სახის მომსახურება: ოფისების დალაგება-დასუფთავება (ყოველდღიური, გენერალური, სარემონტო - სამშენებლო სამუშაოების შემდეგ), ფანჯრების, ვიტრინებისა და ფასადების რეცხვა (მათ შორის სამრეწველო ალპინიზმის გამოყენებით), ხალიჩებისა და რბილი ავეჯის ქიმიური წმენდა, გრანიტის ზედაპირების დახვეწა-გაპრიალება, მარმარილოს კრისტალიზაცია, მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და დასუფთავება.შენობების სრულფასოვანი ექსპლუატაციისათვის საჭიროა არა მარტო სისუფთავის უზრუნველყოფა, არამედ საინჟინრო სისტემების მომსახურებაც, რამდენადაც ელექტრომომარაგების, ვენტილაციის, კონდენცირების და გათბობის სისტემები ქმნიან ოფისში აუცილებელ მიკროკლიმატს.
     ხარჯების ოპტიმიზაცია და დროის ეკონომია - ეს ის პარამეტრებია, რომელზეც მუშაობენ PROGRESS SERVICE-ის სპეციალისტები. ჩვენ განწყობილნი ვართ თქვენთან ხანგრძლივი და მუდმივი თანამშრომლობისთვის.
     პროფესიონალთა მუშაობის შედეგია - უზადო სისუფთავე, ყველა სისტემის შეუფერხებელი მუშაობა და მუდმივი ძიება თქვენი კომფორტის შესაქმნელად.

სათავსოებისა და ოფისების დალაგება-დასუფთავება

     პროფესიონალური დალაგება-დასუფთავება გულისხმობს არა მხოლოდ სათავსოს დასუფთავებას, არამედ თანამედროვე სარეცხი საშუალებებისა და დანადგარების პროფესიულ გამოყენებას. დალაგებისას გამოიყენება პროფესიონალური სარეცხი საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზედაპირების ღრმად გასუფთავებას და არ შეიცავენ ალერგენებს.
     ჩვენი კომპანია გთავაზობთ ისეთ მომსახურებას, როგორიცაა ყოველდღიური კომპლექსური დალაგება, გენერალური დალაგება და დალაგება სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შემდეგ.
     ყოველდღიური კომპლექსური დალაგება გულისხმობს დალაგებას, რომლის პროცესში ხარისხიანად სრულდება სამუშაოების მთელი სპექტრი, რომლებიც აუცილებელია სათავსოს წესრიგში მოსაყვანად. ჩამონათვალი სამუშაოებისა, რომლებსაც მოიცავს კომპლექსური დალაგება და მათი შესრულების დრო თანხმდება კონტრაქტით.
     ყოველდღიური კომპლექსური დალაგების სამუშაოების ჩამონათვალში შედის: იატაკის წმენდა, ხალიჩებისა და რბილი ავეჯის წმენდა, კარებების, სველი წერტილების, კიბეების დასუფთავება, ნაგვის გატანა და სხვა. აგრეთვე, დამკვეთის სურვილის მიხედვით, ყოველდღიური კომპლექსური დალაგების ჩარჩოში შეიძლება მიმდებარე ტერიტორიების დალაგება და გაზონების დასუფთავება.
     სხვადასხვა სამუშაოებისათვის ხდება სარეცხი საშუალებების ინდივიდუალურად შერჩევა.
     იმისათვის, რომ სათავსო იდეალურ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ, აუცილებელია პერიოდულად ჩავატაროთ გენერალური დალაგება, რომლის კომპლექსში შედის: იატაკის სველი წესით დალაგება, ხალიჩების წმენდა, ფანჯრების დასუფთავება, სველი წერტილების დალაგება, და აგრეთვე კონტრაქტით გათვალისწინებული ნებისმიერი სამუშაოს შესრულება კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.

ხალიჩებისა და რბილი ავეჯის ქიმიური მეთოდებით წმენდა

     ხალიჩების ქიმიური მეთოდებით წმენდა რამოდენიმეჯერ ზრდის მათი მომსახურების ვადებს. ქიმიური წმენდის საშუალებით ქრება უსიამოვნო სუნი, ჭუჭყი და ბაქტერიები, რის შედეგადაც უმჯობესდება ხალიჩების გარეგნული იერი, ნახატი იძენს სიმკვეთრეს. აუცილებელია წელიწადში 2-3-ჯერ დროული წმენდა.
     ჩვეულებრივ გამოიყენება წმენდა ქაფით ან ექსტრაქტორებით. ქაფით წმენდა განსხვავდება იმით, რომ სრულდება ზედაპირულად და ხალიჩა შრება უფქო ჩქარა. ხოლო ექსტრაქტორული წმენდის დროს ხდება უფრო ღრმა წმენდა, შესაბამისად გაშრობის დრო უფრო მეტია.
     ხალიჩების ქსტრაქტორული წმენდის ტექნოლოგია მდგომარეობს გამწმენდი ხსნარის ზედაპირზე განაწილებაში დისკური მანქანის გამოყენებით, რომელიც იძლევა ძლიერ დაჭუჭყიანებული ზედაპირების დასუფთავების საშუალებას.
     ძალიან ძლიერი დაჭუჭყიანების შემთხვევაში სხვადასხვა წარმოშობის ლაქების მოსაშორებლად გამოიყენება ინტენსიური წმენდა, აგრეთვე ხდება გათელილი მონაკვეთების აღდგენა.

ფანჯრების, ფასადების და ვიტრინების წმენდა

     პროფესიონალური კლინინგ კომპანია PROGRESS SERVICE ასრულებს ფანჯრების, სხვადასხვა სირთულის ფასადებისა და ვიტრინების წმენდას, მათ შორის მაღალ სიმაღლეებზე - სამრეწველო ალპინიზმის გამოყენებით.
    ფასადების წმენდა მოიცავს: შენობების გარე კედლების, ფანჯრების და სარკული ზედაპირების წმენდას. აგრეთვე კარნიზების, სარეკლამო დაფების და ლითონის ზედაპირების გასუფთავებას კოროზიული დაზიანებებისაგან.
     ფანჯრების წმენდა შეიცავს: ჩარჩოებისა და რაფების წმენდას, ჭუჭყის მოცილებას მინიდან.
     ჩვენი სპეციალისტების გამოძახება შეიძლება საცხოვრებელ სახლებში, საოფისე ცენტრებში, კომერციულ და სამრეწველო ორგანიზაციებში (ფანჯრების, ფასადების და ვიტრინების წმენდა). ქალაქის ობიექტებში (სარეკლამო დაფების წმენდა).

გრანიტის ზედაპირის დახვეწა-გაპრიალება, მარმარილოს კრისტალიზაცია

     შენობებისა და სათავსოების იატაკი, მიუხედავად იმისა, თუ რა მასალისგანაა დამზადებული, მუდმივად ცვდება, კარგავს ბზინვარებას და იფარება ნაჩხაპნებით.
     გრანიტის, მარმარილოს, ქვის თუ ბეტონის იატაკი მუდმივად საჭიროებს განახლებას, რისთვისაც არსებობს სპეციალური მეთოდიკა, რომელსაც სრულიად ფლობენ ჩვენი კომპანიის სპეციალისტები.

მიმდებარე ტერიტორიების კომპლექსური დალაგება

     ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს ტერიტორიის დალაგებისა და კეთილმოწყობისათვის. ამ სამუშაოებში შედის: ტროტუარების დასუფთავება, ნაგვისა და ფოთლების გატანა, სანაგვე კონტეინერებისა და ურნების დასუფთავება. მტვერდამცავი ზედაპირების წმენდა, ფასადების რეცხვა, გაზონების წმენდა და ფორმირება, ზამთარში გზების გაწმენდა, თოვლის გატანა და ა.შ.

შენობების საინჟინრო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია და სხვა სპეციალური სამუშაოები

     ჩვენი კომპანია ახდენს ელექტრომომარაგების, ვენტილაციის, კონდენცირების, გათბობის, ცხელი და ცივი წყალმომარაგების, კანალიზაციის და წყალგანაწილების სისტემების ტექნიკურ მომსახურებას, აგრეთვე ლიფტების სისტემისა და ესკალატორების მომსახურებას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის სადღეღამისო კონტროლს და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

 

 

 

კომპანიის შესახებ მომსახურების ფასები განაცხადი შეკვეთაზე ვაკანსიები კონტაქტები  კითხვებზე პასუხი

 

Rambler's Top100