Language

პასუხები ხშირად დასმულ
შეკითხვებზე

1. ჩემთან ოფისში მუშაობს დამლაგებელი, რატომ უნდა მივმართო თქვენს კომპანიას მომსახურებისათვის?

     კლინინგი - არა უბრალოდ პროფესიონალური დალაგებაა, არამედ დალაგება უახლესი ტექნოლოგიების, პროფესიული დანადგარებისა და თანამედროვე სარეცხი საშუალებების გამოყენებით, რაც იძლევა საუკეთესო შედეგების მიღწევის საშუალებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლინინგი და დალაგება სხვადასხვა მომსახურების სახეებია.
     თქვენ მალე დარწმუნდებით, რომ მუშაობა კლინინგ კომპანიასთან გაცილებით სასიამოვნო და მომგებიანია. თქვენ დაზოგავთ დროსა და ენერგიას. კლინინგსა და დალაგებაზე კი იზრუნებენ კვალიფიციური სპეციალისტები.
     ჩვენი ფასები მომსახურებაზე ყოველთვის ადეკვატურია იმ სერვისის დონისა და ხარისხის, რომელსაც გთავაზობთ, ხოლო თქვენი ოფისის უზადო იერსახეს აუცილებლად ღირსეულად შეაფასებენ თქვენი კლიენტები.

2. შეიძლება შენობების კედლების რეცხვა?

     რეცხვას ექვემდებარება ნებისმიერი ფასადი, გარდა ცარცით შეღებილისა, მათ შორის მობათქაშებული ზედაპირებიც. რეცხვა წარმოებს სპეციალური სარეცხი საშუალებებით, რომლებიც შეიცავენ ჰიდროფობული სტრუქტურის მქონე კომპონენტებს.

3. რა სახის სამუშაოებს აწარმოებენ სამრეწველო ალპინისტები?

     სამრეწველო ალპინიზმი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ძნელადმისადგომი ობიექტების დასუფთავება და დალაგება. ეს შეიძლება იყოს მრავალსართულიანი შენობების ფასადები, სარეკლამო კონსტრუქციები და შემინული ფასადები, რომელთაც არა აქვთ მისადგომი გარედან. ამ სახის სამუშაოს შესრულებისას გამოიყენება სპეციალური ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაო სრულიად უსაფრთხოა, საქმე კი კეთდება ხარისხიანად და მაღალ დონეზე.

4. ყოველთვის არის თუ არა შესაძლებელი ხალიჩების ლაქებისაგან გაწმენდა?

     კომპანიის სპეციალისტები გამოიყენებენ წმენდის განსხვავებულ ქიმიურ მეთოდებს, მათი შერჩევა ხდება ზედაპირის ტიპის, დაჭუჭყიანების ხარისხის და საერთო მდგომარეობის მიხედვით. ჩვენი სპეციალისტები ინდივიდუალურად ამუშავებენ ყოველ ლაქას საჭირო სარეცხი საშუალებების გამოყენებით.

5. რაში მდგომარეობს რბილი ავეჯის ქიმიური წმენდისა და მისი მოვლის განსაკუთრებულობა?

     რბილი ავეჯის ქიმწმენდა გადასაკრავიდან ლაქების მოშორების საშუალებას იძლევა. წმენდა წარმოებს ორ ეტაპად: თავდაპირველად ხდება განსაკუთრებით დაჭუჭყიანებული ადგილების დამუშავება სპეციალური ქიმიური საშუალებებით, რომლებიც ახდენენ ჭუჭყის დაშლას, შემდეგ ექსტრაქტორული მეთოდის საშუალებით ხდება მტვრის და ჭუჭყის მოცილება ავეჯის სტრუქტურიდან.
     ასეთი ქიმწმენდის უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს: ლაქების სწრაფი გამოყვანა, ხანგრძლივი დაცვა ხელმეორედ დაჭუჭყიანებისაგან, ზედაპირის სწრაფი გაშრობა. სამუშაო სრულდება სპეციალური ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიით. ყველა სარეცხ საშუალებას გააჩნია სერტიფიკატი და არ შეიცავს ალერგენებს.

6. რა იგულისხმება სასაწყობო სათავსოების დალაგებაში?

     ძირითადად, სამრეწველო და სასაწყობო ფართების დალაგება მოიცავს ფანჯრების წმენდას, იატაკის, კედლების რეცხვას მანქანის გამოყენებით, სტელაჟებისა და სამრეწველო დანადგარების დასუფთავებას. თუ შენობის ტექნიკური ექსპლუატაცია საკმაოდ აქტიურია, მაშინ შეიძლება საჭირო იყოს ჭერისა და განათების ხელსაწყოების გაწმენდაც.

7. დაავადებული ვარ ასთმით და საშიშია ქიმწმენდის გამოყენება?

     სამუშაოები სრულდება სპეციალური ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიით, ყველა ქიმიურ საშუალებას აქვს სერტიფიკატი და არ შეიცავს ალერგენებს. ხალიჩების არასწორი მოვლის შედეგად მათი ზედაპირი იქცევა მტვრის და მიკროორგანიზმების დაგროვების ბუდედ, რაც არა მარტო ხელს უშლის კომფორტული გარემოს შექმნას, არამედ იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ალერგია და ასთმა, ამიტომ თუ თქვენ გაქვთ ამ დაავადებებისადმი მიდრეკილება, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ხალიჩებისა და სათავსოების სისუფთავეს.

8. რატომ უნდა ვიზრუნო ჩემი ოფისის მიმდებარე ტერიტორიის სისუფთავეზე?

     მიმდებარე ტერიტორია დიდ როლს ასრულებს თქვენი ფირმის შეფასებაში. ეს ხომ პირველია, რასაც უყურებს პოტენციური კლიენტი, როდესაც მოდის თქვენთან შესახვედრად. დაუსუფთავებელი და დანაგვიანებული ბილიკები, მოუვლელი გაზონები და დაულაგებელი ეზო აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს თქვენი ფირმის იმიჯზე.

კომპანიის შესახებ მომსახურების ფასები განაცხადი შეკვეთაზე ვაკანსიები კონტაქტები  კითხვებზე პასუხი