პარტნიორი ქვეყნები: უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი
პარტნიორი ქვეყნები: უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი
დასუფთავება პროფესიონალური დალაგება-დასუფთავება გულისხმობს არა მხოლოდ სათავსოს დასუფთავებას, არამედ თანამედროვე სარეცხი საშუალებებისა და დანადგარების პროფესიულ გამოყენებას. დალაგებისას გამოიყენება პროფესიონალური სარეცხი საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზედაპირების ღრმად გასუფთავებას და არ შეიცავენ ალერგენებს.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ისეთ მომსახურებას, როგორიცაა ყოველდღიური კომპლექსური დალაგება, გენერალური დალაგება და დალაგება სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შემდეგ. ყოველდღიური კომპლექსური დალაგება გულისხმობს დალაგებას, რომლის პროცესში ხარისხიანად სრულდება სამუშაოების მთელი სპექტრი, რომელიც აუცილებელია სათავსოს წესრიგში მოსაყვანად. ჩამონათვალი სამუშაოებისა, რომლებსაც მოიცავს კომპლექსური დალაგება და მათი შესრულების დრო თანხმდება კონტრაქტით. ყოველდღიური კომპლექსური დალაგების სამუშაოების ჩამონათვალში შედის: იატაკის წმენდა, ხალიჩებისა და რბილი ავეჯის წმენდა, კარების, სველი წერტილების, კიბეების დასუფთავება, ნაგვის გატანა და სხვა.
დამკვეთის სურვილის მიხედვით, ყოველდღიური კომპლექსური დალაგების ფარგლებში შეიძლება მიმდებარე ტერიტორიების დალაგება და გაზონების დასუფთავება. სხვადასხვა სამუშაოსთვის სარეცხი საშუალებები ინდივიდუალურად აირჩევა. იმისათვის, რომ სათავსო იდეალურ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ, აუცილებელია პერიოდულად ჩავატაროთ გენერალური დალაგება, რომლის კომპლექტში შედის: იატაკის სველი წესით დალაგება, ხალიჩების წმენდა, ფანჯრების დასუფთავება, სველი წერტილების დალაგება, და აგრეთვე კონტრაქტით გათვალისწინებული ნებისმიერი სამუშაოს შესრულება კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.
ხალიჩების ქიმიური მეთოდებით წმენდა რამოდენიმეჯერ ზრდის მათი მომსახურების ვადებს. ქიმიური წმენდის საშუალებით ქრება უსიამოვნო სუნი, ჭუჭყი და ბაქტერიები, რის შედეგადაც უმჯობესდება ხალიჩების გარეგნული იერი, ნახატი იძენს სიმკვეთრეს. აუცილებელია წელიწადში 2-3-ჯერ დროული წმენდა. ჩვეულებრივ გამოიყენება წმენდა ქაფით ან ექსტრაქტორებით. ქაფით წმენდა განსხვავდება იმით, რომ სრულდება ზედაპირულად და ხალიჩა შრება უფქო ჩქარა. ხოლო ექსტრაქტორული წმენდის დროს ხდება უფრო ღრმა წმენდა, შესაბამისად გაშრობის დრო უფრო მეტია. ხალიჩების ქსტრაქტორული წმენდის ტექნოლოგია მდგომარეობს გამწმენდი ხსნარის ზედაპირზე განაწილებაში დისკური მანქანის გამოყენებით, რომელიც იძლევა ძლიერ დაჭუჭყიანებული ზედაპირების დასუფთავების საშუალებას. ძალიან ძლიერი დაჭუჭყიანების შემთხვევაში სხვადასხვა წარმოშობის ლაქების მოსაშორებლად გამოიყენება ინტენსიური წმენდა, აგრეთვე ხდება გათელილი მონაკვეთების აღდგენა.
პროფესიონალური კლინინგ კომპანია PROGRESS SERVICE ასრულებს ფანჯრების, სხვადასხვა სირთულის ფასადებისა და ვიტრინების წმენდას, მათ შორის მაღალ სიმაღლეებზე – სამრეწველო ალპინიზმის გამოყენებით. ფასადების წმენდა მოიცავს: შენობების გარე კედლების, ფანჯრების და სარკული ზედაპირების წმენდას. აგრეთვე კარნიზების, სარეკლამო დაფების და ლითონის ზედაპირების გასუფთავებას კოროზიული დაზიანებებისაგან. ფანჯრების წმენდა შეიცავს: ჩარჩოებისა და რაფების წმენდას, ჭუჭყის მოცილებას მინიდან. ჩვენი სპეციალისტების გამოძახება შეიძლება საცხოვრებელ სახლებში, საოფისე ცენტრებში, კომერციულ და სამრეწველო ორგანიზაციებში (ფანჯრების, ფასადების და ვიტრინების წმენდა). ქალაქის ობიექტებში (სარეკლამო დაფების წმენდა).
შენობებისა და სათავსოების იატაკი, მიუხედავად იმისა, თუ რა მასალისგანაა დამზადებული, მუდმივად ცვდება, კარგავს ბზინვარებას და იფარება ნაჩხაპნებით. გრანიტის, მარმარილოს, ქვის თუ ბეტონის იატაკი მუდმივად საჭიროებს განახლებას, რისთვისაც არსებობს სპეციალური მეთოდიკა, რომელსაც სრულიად ფლობენ ჩვენი კომპანიის სპეციალისტები.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს ტერიტორიის დალაგებისა და კეთილმოწყობისათვის. ამ სამუშაოებში შედის: ტროტუარების დასუფთავება, ნაგვისა და ფოთლების გატანა, სანაგვე კონტეინერებისა და ურნების დასუფთავება. მტვერდამცავი ზედაპირების წმენდა, ფასადების რეცხვა, გაზონების წმენდა და ფორმირება, ზამთარში გზების გაწმენდა, თოვლის გატანა და ა.შ.
ჩვენი კომპანია ახდენს ელექტრომომარაგების, ვენტილაციის, კონდენცირების, გათბობის, ცხელი და ცივი წყალმომარაგების, კანალიზაციისა და წყალგანაწილების სისტემების ტექნიკურ მომსახურებას, აგრეთვე ლიფტების სისტემისა და ესკალატორების მომსახურებას. ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენი მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის სადღეღამისო კონტროლს და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.